გაკვეთილის
თემა
|
სახარებისეული
იგავი ,,უძღები შვილის დაბრუნება“
|
სწავლების საფეხური
|
VIII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
21
|
მიზანი
|
იგავის შინაარსის
გაცნობა დამორალის გააზრება
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა და აქტუალობა
|
სახარებისეული
იგავი და თანამედროვეობა (როგორ გაიაზრებენ დღეს სახარებისეულ იგავებს )
|
ესეგ მისაღწევი
შედეგები
|
ა) მოსწავლეები
გაეცნობიან იგავის შინაარსს
ბ) გაიაზრებენ იგავის მორალს გ) გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას იგავთან დაკავშირებით |
კავშირი საგნებთან
|
ბიბლიოლოგია,
რელიგია
|
წინარე ცოდნა
|
სახარებისეული
იგავი: „დამარხული ტალანტი“ - ტექსტის შინაარსის გაცნობა და მორალის გააზრება
|
რესურსები
|
იგავი, ლექსიკონი, კითხვები.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
1)მასწავლებლის
შესავალი საუბარი (2წთ)
2)წინარე ცოდნის
შემოწმება
ა)იგავის შინაარსის გადმოცემა (1 მოსწავლე) (2წთ ) ბ)კომენტარები (3-4 მოსაზრება ) (6წთ) 3)ახალი მასალის დამუშავება ა)მასწავლებლის ინსტრუქცია (2წთ) ბ) ტექსტის 1-ლი წაკითხვა წყვილებში ლექსიკონის გამოყენებით (5წთ) გ) პაუზებით კითხვა-იგავი იყოფა 3 ნაწილად (6წთ) დ) წაკითხულის გააზრება კითხვების მეშვეობით (6წთ) 1-ლი ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ: 1. რამდენი ვაჟი ჰყავდა მამას? 2. როგორ გაუნაწილა ქონება შვილებს? 3. რა ბედი ეწია პირველ ვაჟს ? 4.რა გადაწყვიტა მან? მე-2 ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ: 1. როგორ მოექცა მამა უძღებ შვილს? 2.რომელ დეტალებს გამოყოფდით ტექსტიდან? მე-3 ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ: 1. რამ გამოიწვია უფროსი ვაჟის განაწყენება? 2.როგორ აუხსნა მამამ განაწყენებულ შვილს თავისი საქციელი? 3. რაში გამოიხატება იგავის მორალი? 4) რეფლექსია ა)იგავის მორალის გააზრება (5წთ) ბ)საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (5წთ) 5)მასწავლებლის შემაჯამებელი სიტყვა და საშინაო დავალება (3წთ) საშინაო დავალების ინსტრუქცია: შეასრულეთ წერითი დავალება შემდეგი მითითებების გათვალისწინებით: 1.იმსახურებდა თუ არა მფლანგველი შვილი შეწყალებას? 2. რამდენად სამართლიანი იყო უფროსი შვილის საყვედური? 3.რამდენად სამართლიანი იყო მამა ერთგულ შვილთან ? |
შეფასება
|
განმსაზღვრელი
(3წთ)
|
N
|
მოსწავლის მიერ ტექსტის ადეკვატურად დამუშავების კრიტერიუმები |
მაქსიმალური ქულა -10
|
1
|
მოსწავლემ იცის ტექსტის შინაარსი, აანალიზებს მას, შეუძლია იგავის მთავარი სათქმელის გამოკვეთა
და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;მეტყველებს გამართული სტილით და არ უშვებს
გრამატიკულ შეცდომებს
|
9-10 ქულა
|
2
|
მოსწავლემ იცის ტექსტის შინაარსი,აანალიზებს მას, შეუძლია იგავის მთავარი სათქმელის გამოკვეთა; მეტყველებს შესაბამისი სტილით და უშვებს ერთეულ გრამატიკულ შეცდომებს |
7-8 ქულა
|
3
|
მოსწავლემ იცის ტექსტის შინაარსი, ზოგ შემთხვევაში პასუხობს საანალიზო
კითხვებს; უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
|
5-6 ქულა
|
4 |
მოსწავლე პასუხობს ტექსტის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებს. |
3-4 ქულა
|
5
|
მოსწავლე არ იცნობს ტექსტის შინაარსს
|
1-2 ქულა
|
No comments:
Post a Comment