პროექტი და შეფასება


1937 წლის რეპრესიები და ქართველი მწერლები

პროექტის სათაური
1937  წლის  რეპრესიები  და  ქართველი  მწერლები.
პროექტის მთავარი იდეა
საბჭოთა  ტოტალიტარიზმისა  და  ბოლშევიკური  რეჟიმის  არსის  გააზრება;  პროლეტარული  მწერლობის  გვერდით  არსებული  ლიტერატურული  ჯგუფებისა  და  ანტისაბჭოთა  მწერლების  მთავარი  მახასიათებლების   გააზრება
პროექტის აქტუალობა
ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენების,  ჯგუფური  მუშაობისა  და  თანამშრომლობის  უნარების  განვითარება;  მასალის  დახარისხება   და რესურსების  მობილიზება;  შინაგანი  მოტივაცია;  საკუთარი   პრეზენტაციის   შეფასების  უნარის  განვითარება.
პროექტის მიზნები
1937  წლის  რეპრესიების,  როგორც  რეჟიმის  სისასტიკის   გამოხატულებისა   და  ანტიადამიანური  მოვლენის    არსის  გააზრება.  მოძიებული  მასალის  მიზნობრივად  გამოყენების,  სინთეზისა  და  შეფასების  უნარების  განვითარება
მონაწილეთა ასაკი
 17–18  წლის
ვადები/ხანგრძლივობა
1  თვე.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს  შეუძლია  საკითხთან  დაკავშირებული  მასალების  მოძიება,  დახარისხება,  შეფასება,  გამოყენება;  ის  წარმოადგენს  სასწავლო  პროექტს  აფასებს  როგორც  საკუთარ,  ისე  თანაკლასელთა  ნამუშევრებს,   აანალიზებს  პროექტის  პრობლემატიკას,  შეუძლია  წერის  სათანადო  სტრატეგიების  გამოყენება  მიზნობრივად.  შეუძლია  ფოტომასალაზე  გამოყენებით  ვიდეოს  შექმნა;კინოხელოვნების  ნიმუშის  შეფასება;  დისკუსიისას  საკუთარი  მოსაზრებების  ჩამოყალიბება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
1.ისტორიული  დოკუმენტები  და  წყაროები
2.მიხეილ  ჯავახიშვილის  ცხოვრება  და  შემოქმედება.
 3.პაოლო  იაშვილის  ცხოვრება  და  შემოქმედება.
 4.ტიციან  ტაბიძის  ცხოვრება  და შემოქმედება.
 5.37  წლის  რეპრესირებული  ცნობილი  ქართველი  მოღვაწეები.
6.აკაკი  ბაქრაძის  „მწერლობის  მოთვინიერება“.
7.  თენგიზ  აბულაძის   „მონანიება“.
პროექტის მსვლელობა

       1–ლი  აქტივობა– მოსწავლეები  იყოფა  5 ჯგუფად;  თითოეულს  ეძლევა  კონკრეტული  დავალება;  ჯგუფები  ინფორმაციას  მოიძიებენ  ინტერნეტში;  
მე–2  აქტივობა– მოძიებული  ინფორმაციის  დამუშავება,  ორგანიზება პრეზენტაციების  სახით
        მე–3  აქტივობა: პრეზენტაციების  გასაჯაროება:
              1)1937  წლის  რეპრესიების  ისტორიული  წანამძღვრები  და  არსებული  რეალობა
       2)1937  წლის  რეპრესირებული  ცნობილი 
           ქართველები
         3)მიხეილ  ჯავახიშვილის  გოლგოთის  გზა.
        4) ტიციან  ტაბიძის  განაჩენი.
        5)პაოლო  იაშვილის  თვითმკვლელობა –
                პროტესტი      ბოლშევიკური  რეპრესიების                                                      
           წინააღმდეგ.
          6) ვიდეო–ფოტომასალის  საფუძველზე 
             გაკეთებული  ვიდეო.
  მე–4  აქტივობა:   დებატები  თემაზე: პროლეტარული      მწერლობა  და  ქართველი  მოდერნისტები.
     მე–5  აქტივობა:  კინოფილმის  ჩვენება–
        თენგიზ  აბულაძის  „მონანიება“.
      მე–6  აქტივობა:  დისკუსია  ფილმთან  დაკავშირებით.
    მე–7  აქტივობა:  ბლოგზე  პრეზენტაციების,    ვიდეოსა  და   დისკუსიის  რეზიუმეს  განთავსება.





საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
საქართველოს  ისტორია,  ქართული  ლიტერატურა, 
ისტი,  კინოხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
რუსუდან  ჩიტეიშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
r.chiteishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი








პრეზენტაციის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
შეფასება
1.საპრეზენტაციო თემის მიზანი ჩამოყალიბებულია
2. პრეზენტატორი საუბრობს გარკვევით, დამაჯერებლად, ფაქტებზე დაყრდნობით.
3.აუდიტორიას მიმართავს თავდაჯერებულად, ამყარებს კონტაქტს, ხმა და ინტონაცია შესაბამისია
4.მიზნობრივად იყენებს ვიზუალურ მასალას, სლაიდები გამოირჩევა თემასთან შესაბამისობით, გამოყენებულია ფოტოები, ციტატები და ა.შ.
5.პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია
6. სტილი დაცულია, მეტყველება გამართულია
7.იცავს დროის ლიმიტს
კარგად

დიახ



დიახ


შთამბეჭდავია



დიახ

დიახ

დიახ

ხარვეზებით

ნაწილობრივ



ნაწილობრივ


ნაკლებად შთამბეჭდავია


ნაწილობრივ

ნაწილობრივ
ბუნდოვნად

არა



არა


არ არის შთამბეჭდავაი


არა

არა

არა

No comments:

Post a Comment