Sunday, May 31, 2015

აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავად.

სასკოლო კონკურსზე გამარჯვებული თემა.

აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია
    აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავლის" სავანეთის, სხვიტორისა და გიმნაზიის ეპიზოდები რომ წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა და  ნაწარმოების მეორე ნაწილსაც გავეცანი. ჩემი ყურადღება მიიპყრო აკაკის დაოჯახების ისტორიამ.
    არისტოკრატმა აკაკი წერეთელმა მოსკოვში გაიცნო კნიაჟნა ენეკეევისა, რომელმაც იგი თავისთან მიიწვია. მასთან შეხვდა აკაკი თავის მომავალ მეუღლეს, ნატალია ბაზილევსკაიას, უმდიდრესი ბაზილევსკის გარდაცვლილი ძმის შვილს, რომელსაც ბიძის გულგრილობის გამო ყველაფერი ეკარგებოდა.

    წარმოვიდგინოთ: აკაკი წერეთელი, ქართველი თავადი, არისტოკრატული ბუნებით, რაინდული ხასიათით, პოეტური გულითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა, ნატალია ბაზილევსკაიასგან ისმენს, რომ მისი ცხოვრება კოშმარად იქცევა, თუკი ის ცოლად გაჰყვება თავის ასაკოვან საქმროს. თითქოს ვხედავ, როგორ ეცვლება აკაკის სახე, როცა ატირებულ ქალს უსმენს და მისთვის ამ ქალის ხსნაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მან მისი ხელი ითხოვა, დედა და მამინაცვალი კი ურჩევენ, მათი მეორე ქალიშვილი შეირთოს, რადგან ნატალია დანიშნულია. ეს ფაქტი წარმოსადგენადაც ძალიან მძიმეა, არათუ-რეალურად. ამ ქორწინებით დაეწყო პოეტს დიდი პრობლემები. მეორე დღიდან აკაკი იგებს, რომ იძულებულია ცოლის მემკვიდრეობაზე იზრუნოს. ტექსტში ვკითხულობთ, როგორ დაიბნა იგი ჩახლართული ამბებით. ბაზილევსკის მილიონი გადაუხდია ადვოკატისთვის ქონების გადასაფორმებლად, აკაკის კი დასაბრუნებლად სხვა ადვოკატმა ორი მილიონი მოსთხოვა. პოეტი პრობლემებს  თავს ვეღარ ართმევს და სამშობლოში ბრუნდება. შემდეგ ნატალიას და დაქვრივდა და ხელმეორედ ქართველ თავადიშვილზე გათხოვდა. აკაკის ეგონა, თავის მსგავსად, მისი ქვისლიც თანაბრად გაყოფდა მემკვიდრეობას, მაგრამ მათ აკაკი და მისი ცოლი ყველაფრის გარეშე დატოვეს. ფაქტი ორმხრივად მძიმე იყო: ჯერ ერთი, ქართველმა ქვისლმა გაწირა აკაკი და უმემკვიდრეოდ დატოვა, მეორეც: თბილისის საზოგადოებამ პოეტს მფლანგველობა დააბრალა, თითქოს მან ყველაფერი გაანიავა…  
    სინამდვილეში აკაკის ცოლ-შვილი დიდ გასაჭირში იყო:    ნატალია და ალექსი საქართველოში არ დარჩნენ.
   ,,ჩემი თავგადასავლიდან" რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე, მათ შორის ერთ-ერთი: იმ პერიოდში პეტერბურგში სწავლა პრივილეგიად ითვლებოდა, მაგრამ იქ ქართველ ახალგაზრდებს ბევრი პრობლემა უჩნდებოდათ. აკაკის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მას დაოჯახება საერთოდ არ უნდოდა, ისიც უხოელზე, მაგრამ აღმოჩნდა, ბედს ყველაფრის შეცვლა შეძლებია. აკაკის წარუმატებელი ქორწინების შესახებ მიხეილ ქვლივიძე წერს:
                  ,,ასეთი ბედი ღმერთმა გაშოროს,
                   აბა, გაძელი, თუ ხარ ყოჩაღი,  
                   როცა ოჯახში არ გაქვს სამშობლო
                   და სამშობლოში არ გყავს ოჯახი!
   ცნობილია, აკაკი წერეთელი ცოლ-შვილის გარეშე აღესრულა საქართველოში, ხოლო ალექსი წერეთელი, პოეტის ერთადერთი მემკვიდრე, დედასთან ერთად ცხოვრობდა პარიზში.

ანა ლიპარტია
VIII კლასი

ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლა

Saturday, May 9, 2015

დღეს  10  მაისია.

ტრენინგ–პროგრამის  მე–13 დღე.

39  საათი  დავყავით  ტრენინგზე,  უკმაყოფილო  არ  ვარ.

ვცდილობდი,  მიმდინარე  საკითხები  დამემუშავებინა  და  შევძელი  კიდეც.

პრობლემები  მაქვს,  მაგრამ  ვფიქრობ,  პრაქტიკული  განმტკიცების  შემდეგ  ეს

ხარვეზებიც  გამომისწორდება.

  რაც  შეეხება  სხვა  მხარეს.  10  მაისია  და  არა  და არ  მოვიდა  ნამდვილი  გაზაფხული.

  განწყობაზე  აშკარად  მოქმედებს...

Thursday, May 7, 2015

დღეს  7  მაისია...ტრენინგ–პროგრამის  მე–12  დღე.

გავიარეთ  პორტფოლიოს  წარმოება.

დისტანციური  სწავლების  ფორმები.  

გლობალური  გამოწვევები  და  თანამედროვე  განათლება( ხანის  ინოვაციური  გაკვეთილები).
  მოკლედ,  ისტი  ჩვენი  სასკოლო  ცხოვრებისა  და  საგანმანათლებლო  სტანდარტების  განხორციელებისას  უმნიშვნელო  ადგილს  დაიკავებს  უახლოეს  დროში.

პროექტის პრეზენტაციის შეფასების სქემა

პრეზენტაციის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
შეფასება
1.საპრეზენტაციო თემის მიზანი ჩამოყალიბებულია
2. პრეზენტატორი საუბრობს გარკვევით, დამაჯერებლად, ფაქტებზე დაყრდნობით.
3.აუდიტორიას მიმართავს თავდაჯერებულად, ამყარებს კონტაქტს, ხმა და ინტონაცია შესაბამისია
4.მიზნობრივად იყენებს ვიზუალურ მასალას, სლაიდები გამოირჩევა თემასთან შესაბამისობით, გამოყენებულია ფოტოები, ციტატები და ა.შ.
5.პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია
6. სტილი დაცულია, მეტყველება გამართულია
7.იცავს დროის ლიმიტს
კარგად

დიახ



დიახ


შთამბეჭდავია



დიახ

დიახ

დიახ

ხარვეზებით

ნაწილობრივ



ნაწილობრივ


ნაკლებად შთამბეჭდავია


ნაწილობრივ

ნაწილობრივ
ბუნდოვნად

არა



არა


არ არის შთამბეჭდავაი


არა

არა

არა

1937 წლის რეპრესიები და ქართველი მწერლები

პროექტის სათაური
1937  წლის  რეპრესიები  და  ქართველი  მწერლები.
პროექტის მთავარი იდეა
საბჭოთა  ტოტალიტარიზმისა  და  ბოლშევიკური  რეჟიმის  არსის  გააზრება;  პროლეტარული  მწერლობის  გვერდით  არსებული  ლიტერატურული  ჯგუფებისა  და  ანტისაბჭოთა  მწერლების  მთავარი  მახასიათებლების   გააზრება
პროექტის აქტუალობა
ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენების,  ჯგუფური  მუშაობისა  და  თანამშრომლობის  უნარების  განვითარება;  მასალის  დახარისხება   და რესურსების  მობილიზება;  შინაგანი  მოტივაცია;  საკუთარი   პრეზენტაციის   შეფასების  უნარის  განვითარება.
პროექტის მიზნები
1937  წლის  რეპრესიების,  როგორც  რეჟიმის  სისასტიკის   გამოხატულებისა   და  ანტიადამიანური  მოვლენის    არსის  გააზრება.  მოძიებული  მასალის  მიზნობრივად  გამოყენების,  სინთეზისა  და  შეფასების  უნარების  განვითარება
მონაწილეთა ასაკი
 17–18  წლის
ვადები/ხანგრძლივობა
1  თვე.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს  შეუძლია  საკითხთან  დაკავშირებული  მასალების  მოძიება,  დახარისხება,  შეფასება,  გამოყენება;  ის  წარმოადგენს  სასწავლო  პროექტს  აფასებს  როგორც  საკუთარ,  ისე  თანაკლასელთა  ნამუშევრებს,   აანალიზებს  პროექტის  პრობლემატიკას,  შეუძლია  წერის  სათანადო  სტრატეგიების  გამოყენება  მიზნობრივად.  შეუძლია  ფოტომასალაზე  გამოყენებით  ვიდეოს  შექმნა;კინოხელოვნების  ნიმუშის  შეფასება;  დისკუსიისას  საკუთარი  მოსაზრებების  ჩამოყალიბება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
1.ისტორიული  დოკუმენტები  და  წყაროები
2.მიხეილ  ჯავახიშვილის  ცხოვრება  და  შემოქმედება.
 3.პაოლო  იაშვილის  ცხოვრება  და  შემოქმედება.
 4.ტიციან  ტაბიძის  ცხოვრება  და შემოქმედება.
 5.37  წლის  რეპრესირებული  ცნობილი  ქართველი  მოღვაწეები.
6.აკაკი  ბაქრაძის  „მწერლობის  მოთვინიერება“.
7.  თენგიზ  აბულაძის   „მონანიება“.
პროექტის მსვლელობა

       1–ლი  აქტივობა– მოსწავლეები  იყოფა  5 ჯგუფად;  თითოეულს  ეძლევა  კონკრეტული  დავალება;  ჯგუფები  ინფორმაციას  მოიძიებენ  ინტერნეტში; 
მე–2  აქტივობა– მოძიებული  ინფორმაციის  დამუშავება,  ორგანიზება პრეზენტაციების  სახით
        მე–3  აქტივობა: პრეზენტაციების  გასაჯაროება:
              1)1937  წლის  რეპრესიების  ისტორიული  წანამძღვრები  და  არსებული  რეალობა
       2)1937  წლის  რეპრესირებული  ცნობილი 
           ქართველები
         3)მიხეილ  ჯავახიშვილის  გოლგოთის  გზა.
        4) ტიციან  ტაბიძის  განაჩენი.
        5)პაოლო  იაშვილის  თვითმკვლელობა –
                პროტესტი      ბოლშევიკური  რეპრესიების                                                      
           წინააღმდეგ.
          6) ვიდეო–ფოტომასალის  საფუძველზე 
             გაკეთებული  ვიდეო.
  მე–4  აქტივობა:   დებატები  თემაზე: პროლეტარული      მწერლობა  და  ქართველი  მოდერნისტები.
     მე–5  აქტივობა:  კინოფილმის  ჩვენება–
        თენგიზ  აბულაძის  „მონანიება“.
      მე–6  აქტივობა:  დისკუსია  ფილმთან  დაკავშირებით.
    მე–7  აქტივობა:  ბლოგზე  პრეზენტაციების,    ვიდეოსა  და   დისკუსიის  რეზიუმეს  განთავსება.





საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
საქართველოს  ისტორია,  ქართული  ლიტერატურა, 
ისტი,  კინოხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
რუსუდან  ჩიტეიშვილი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
r.chiteishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

Saturday, May 2, 2015

დღეს  3  მაისია!   ტრენინგ–  პროგრამის  მე–11 დღე.
 
დღეისთვის  დავამუშავე   პროექტის   შავი  ვარიანტი.

  მოცემულმა  ნიმუშმა  გამიიოლა  სამუშაო.

  ყოველი დღეს  ახალს  ვსწავლობთ,  თუმცა,  ზოგ    შემთხვევაში  ხარვეზებით,  ანუ  ჩვენი  მხრივ  დამატებით  მუშაობასა  და  განმტკიცებას  ითხოვს.



მეორე  მოდული  დავასრულეთ.

  რვა  ტრენინგის  განმავლობაში  ვისწავლეთ  გაკვეთილის  დაგეგმვა, "ვიცი,  მინდა  ვიცოდე,  ვისწავლე"  –ეტაპების  დაცვა.  პრეზენტაციების  გაკეთება.  სლაიდებზე  მასალის  განთავსების  პრინციპები,  დიზაინის  შერჩევა  და  ა.შ.
       გავაანალიზეთ სწავლა – შეფასების  პროცედურები,  დავამუშავეთ  სხვადასხვა  ტიპის  შეფასების  რუბრიკა,  როგორიცაა:  მასწავლებლისა  და  მოსწავლის  თვითშეფასებები,  მოსწავლეთა  ურთიერთშეფასება  და  ა.შ.                                                        მოდულის  პროგრამაში  გავეცანით  ვირტუალურ  ლაბორატორიებს,
 მონტესორის  სკოლის  მუშაობას,  გამჭოლ კომპეტენციებს.
     მოდულის  ფარგლებში  ჩვენ  მიერ  დამუშავებული  მასალა:  გაკვეთილის  გეგმა,  შეფასების  რუბრიკები,  პრეზენტაცია  გამოვაქვეყნეთ  ბლოგზე.
                                                                                                             

Friday, May 1, 2015

დღეს  შაბათია,  ტრენინგ–პროგრამის  მე–10  დღე.

  დილის  ტრენინგი  შედარებით  ადვილად  გასაგებია.

  ცნობილია,  დილით  გონება  უკეთ  მუშაობს.

                                                 ვნახოთ.
1-ლი   მაისი.



იყო  დრო,  როცა  1–ლი  მაისი  იყო....

დღეს  2015  წლის  პირველი  მაისია,ტრენინგ–  პროგრამის  მე–9  დღე.  ვამთავრებთ  მე–2  მოდულს.   გავიარეთ  შეფასების  სისტემის  დეტალური  ანალიზი.  გავეცანით  მონტესორის  სკოლის  მუშაობის  პრინციპებს,  გამჭოლ  კომპეტენციებს,  რომლითაც  ვმუშაობდით  აქამდე  და  სამომავლოსაც,  თავისი  ცვლილებებით.


                                                                                       მთავარია  განმტკიცება 

                                                                                    მომავალ  შეხვედრამდე!